მიმდინარეობს საიტის განახლება, შესყიდვის ფუნქციონალი მიუწვდომელია 2020-09-22 22:00 საათამდე

როგორ უნდა ვითანამშრომლო?

თანამშრომლობის დასაწყისისთვის სპეციალური კომპლექტები მოვამზადეთ. ჯერ ირჩევ ასაკობრივ კატეგორიას, ანუ სეგმენტს, ვისაც უნდა გააცნო ჩვენი წიგნები. ვთქვათ,  გაქვს სათამაშოების მაღაზია. ე.ი. შენთვის საბავშვო წიგნებია საინტერესო. თუ კაფეს ფლობ, ვფიქრობთ - უფროსებისთვის განკუთვნილი წიგნები უფრო დაგაინტერესებს. მარკეტი გაქვს? მაშინ „წიგნები მთელი ოჯახისათვის“ დაგჭირდება. ამის შემდეგ ირჩევ კომპლექტს ფასის მიხედვით და ყიდულობ სპეციალური ფასდაკლებით. სასურველ ასაკობრივ კატეგორიაში შეგიძლია 75, 100 ან 150-ლარიანი წიგნების ნაკრები შეარჩიო. თითოეულ კომპლექტში გავაერთიანეთ ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნები. ამ ნაკრებს სპეციალური ფასდაკლებით, ტრანსპორტის ხარჯის გარეშე, 3-5 სამუშაო დღის ვადაში გამოგიგზავნით. შენ ასევე მიიღებ:


  • გამომცემლობის სრულ ბეჭდურ კატალოგს;
  • სიახლეებს ელფოსტის საშუალებით, მათ შორის, ინფორმაციას ჯერ არ გამოცემულ წიგნებზე;
  • თითოეული წიგნის აღწერას ამავე ვებგვერდზე, რათა კარგად გააცნო ის შენს მომხმარებელს;
  • პირველი კომპლექტის შეძენის შემდეგ წვდომას ჩვენს სრულ ასორტიმენტზე;
  • ყოველ შეკვეთაზე წიგნების უფასო ტრანსპორტირებას;
  • მზარდ ფასდაკლებას თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე;
  • სეზონურ და სადღესასწაულო განსაკუთრებულ ფასდაკლებებს.

ჩვენ მოგაწოდებთ წიგნებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში სპეციალური ფასდაკლებით.
ახლახან იყიდეს

ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)

8.90₾
ზემოთ