სამწუხაროდ, მოცემული პაკეტში არსებული რომელიღაც წიგნი აღარ არის ნაშთში


7 წლამდე ბავშვებისთვის

კომპლექტი 3

ააწყვე გასაოცარი გლობუსი

სხვადასხვა ავტორი

29.90 ₾

ასაკი: 7-13

აქტივობები :

  • ასაწყობი სამგანზომილებიანი გლობუსი
  • პატარა მკვლევრების სახელმძღვანელო

ყველა დროის მკვლევარი დედამიწას გლობუსის დახმარებით სწავლობდა. იმისათვის, რომ შენც კარგად გაიცნო და შეისწავლო ჩვენი მშვენიერი პლანეტა, ეს ნაკრები დაგეხმარება. სამგანზომილებიანი ასაწყობი გლობუსი და მკვლევრის წიგნი, რომლებშიც დედამიწის მრავალ გასაოცარ, საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილს, ცოცხალ არსებას თუ პიროვნებას აღმოაჩენ, შეგაყვარებს დედამიწას და მის ღირსშესანიშნაობებს.

height=239

 


 

 

 

იხილეთ მეტი




ნინო ჩაკვეტაძე, გააფერადე მხატვრის ილუსტრაციები

ნინო ჩაკვეტაძე

5.90 ₾

ასაკი: 3-6

თანამედროვე ქართველი მხატვარი, ნინო ჩაკვეტაძე, ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის, საბავშვო წიგნების ძალიან თბილი და კეთილი ილუსტრაციების ავტორია. ამ რვეულში ბავშვებმა უნდა გააფერადონ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გმირები ანე-კატარინე ვესტლის წიგნების სერიიდან, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით მე-13 გვერდიდან შეიტყობ.

იხილეთ მეტი




საბავშვო ბიბლია

სხვადასხვა ავტორი

22.90 ₾

ასაკი: 5+

საბავშვო ბიბლიის ტექსტი შედგენილია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიისა“ და არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის „ძველი აღთქმის საღვთო ისტორიისა“ და „ახალი აღთქმის მოკლე ისტორიის“ მიხედვით. ყველა ცნობილი და მნიშვნელოვანი ბიბლიური ამბავი როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან სრულადაა ილუსტრირებული. წიგნს თან ერთვის ძველი და ახალი აღთქმის მიწების რუკები, რაც ბავშვებს ქრისტიანობის გავრცელების არეალების შეცნობას გაუმარტივებს.  

იხილეთ მეტი




ჩემი პირველი ქართული ანბანი

...

14.90 ₾

ეს წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. 
აქ მოცემული სახალისო ნახატები და მათი შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის. 
აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული ანბანი და შეაყვარეთ კითხვა.

იხილეთ მეტი




ჩემი პირველი მოთხრობები

იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

14.90 ₾

ასაკი: 3-6

წიგნი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან“ ყველასთვის ცნობილ, სახალისო მოთხრობებს – „მკვეხარა ქოთანი“, „თხა და გიგო“, „მუქთამჭამელა“ და ა.შ. – აერთიანებს; მოთხრობების შესაბამისი ფერადი ნახატები კი ბავშებს მათი შინაარსის გაგებასა და დამახსოვრებას გაუადვილებს

იხილეთ მეტი




ჩემი პირველი ქართული ზღაპრები

...

14.90 ₾

ასაკი: 3-6

წიგნი სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ქართულ ხალხურ საუკეთესო და ყველასთვის საყვარელ ზღაპრებს აერთიანებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მოკლედ, გასაგები ენით დაწერილი, სახალისო ილუსტრაციებით გაფორმებული ეს ზღაპრები პატარების საყვარელ საკითხავ წიგნად იქცევა.

იხილეთ მეტი




ჩემი პირველი ინგლისური ანბანი

...

14.90 ₾

ასაკი: 3-6

ეს წიგნი ინგლისური ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. წიგნში მოცემულია ყოველდღიურად გამოსაყენებელი მარტივი ინგლისური სიტყვები. აქ მოცემული ანბანურად დალაგებული სიტყვები და მათი შესაბამისი სახალისო ნახატები ინგლისური ანბანისა და ლექსიკის შესწავლის პროცესს საინტერესოს და სახალისოს გახდის.

იხილეთ მეტი




რიცხვები საბავშვო ბაღში

თინათინ კუხიანიძე

3.90 ₾

ასაკი: 5-6

ამ სერიით გამოცემული სამუშაო რვეულები შექმნილია „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტის“ მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს და რა უნარჩვევებსა თუ ცოდნას უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში წასვლამდე. მასზე დაფუძნებული სამუშაო რვეულები დაეხმარება თქვენს პატარებს, გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ სკოლისთვის. ამ რვეულებით ბავშვები ისწავლიან თვლას 1-დან 10-მდე, ასევე ქართულ ანბანს და განივითარებენ კალმის ჭერის, სწორად მოხაზვისა თუ სხვა მოტორულ უნარებს.

იხილეთ მეტი




ქართული ანბანი საბავშვო ბაღში

თინათინ კუხიანიძე

3.90 ₾

ასაკი: 5-6

ამ სერიით გამოცემული სამუშაო რვეულები შექმნილია „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტის“ მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს და რა უნარჩვევებსა თუ ცოდნას უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში წასვლამდე. მასზე დაფუძნებული სამუშაო რვეულები დაეხმარება თქვენს პატარებს, გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ სკოლისთვის. ამ რვეულებით ბავშვები ისწავლიან თვლას 1-დან 10-მდე, ასევე ქართულ ანბანს და განივითარებენ კალმის ჭერის, სწორად მოხაზვისა თუ სხვა მოტორულ უნარებს.

იხილეთ მეტი




საბავშვო ენციკლოპედია

სხვადასხვა ავტორი

15.90 ₾

ასაკი: 5-10

ეს ენციკლოპედია სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული და სახალისო დამხმარე სასწავლო მასალაა. მარტივი, გასაგები ტექსტები და ფერადი, დეტალური ილუსტრაციები ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვებსაც კი დაეხმარება „უცნაურ“ შეკითხვებზე პასუხების პოვნაში. „საბავშვო ენციკლოპედია“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ბესტსელერია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია, არსებობს და აქტუალობას არ კარგავს.

იხილეთ მეტი




ქართული ანბანი

მარიამ წიკლაური

25.90 ₾

ასაკი: 3-6

ეს წიგნი ერთდროულად ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და საბავშვო ლექსების კრებულია. კრებულში შესულია სახალისო ლექსები მხიარულ ბავშვებზე, ფრინველებსა თუ ცხოველებზე. ბავშვი ისწავლის ასოებს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს სახალისო ლექსებს თანატოლებზე, მხიარულ ფრინველებსა და ცხოველებზე.

იხილეთ მეტი




საბავშვო ლექსები

ნოდარ დუმბაძე

19.90 ₾

ასაკი: 2-5

ამ წიგნში ნოდარ დუმბაძის ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ლექსებია თავმოყრილი. ცნობილი საბავშვო პოეტის ყველაზე ცნობილი ლექსები ყველა ბავშვის საყვარელ საკითხავ წიგნად იქცევა. სახალისო, ფერადი ილუსტრაციები კი ბავშვებს ლექსების შინაარსის აღქმას გაუმარტივებს.

იხილეთ მეტი




ჩემი პირველი ქართული ლექსები

...

14.90 ₾

წიგნში თავმოყრილია ოცდაათზე მეტი ქართული საბავშვო ლექსი.
აჩუქეთ თქვენს პატარას  ეს ილუსტრირებული წიგნი, წაუკითხეთ და ასწავლეთ მასში თავმოყრილი ლექსები და აზიარეთ ის ქართულ საბავშვო პოეზიას!

იხილეთ მეტი




ზემოთ