სამწუხაროდ, მოცემული პაკეტში არსებული რომელიღაც წიგნი აღარ არის ნაშთში


უფროსებისთვის

კომპლექტი 3

ღრუბლების ატლასი

დევიდ მიჩელი

11.00 ₾

ბევრმა კინომოყვარულმა ალბათ უკვე იხილა ვაჩოვსკების ცნობილი ეკრანიზაცია, მაგრამ ფილმი არაფერია წიგნთან შედარებით. ნაწარმოებში ავტორი ექვს ამბავს გვიყვება, რომლებიც ექვს სხვადასხვა დროში ვითარდება და, შესაბამისად, ექვსი სხვადასხვა ენითაა დაწერილი. აქვს სპეციფიკური სტრუქტურა და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ნაწარმოები გარკვეულწილად ფილოსოფიური რომანიცაა, ერთგვარი მეტაფიქცია. „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია.

იხილეთ მეტი




მე წითელი მქვია

ორჰან ფამუქი

15.90 ₾

თურქი მწერალი ორჰან ფამუქი პოპულარულია, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 2006 წელს იგი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. მისი რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული „მე წითელი მქვია“, რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. 

იხილეთ მეტი




პატარა ქვეყანა

ლაშა ბუღაძე

15.90 ₾

ლაშა ბუღაძე ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის წიგნებიც მსოფლიოს 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მისი ბოლო რომანი „პატარა ქვეყანა“ გვიყვება გასული საუკუნის 90-იანი წლების ამბებს. მწერალი აანალიზებს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, რომელიც ჯერაც საბჭოთა გავლენებით იკვებება. ახალგაზრდა ბიჭის ერთ უწყინარ მოთხრობას, რომელიც ალეგორიულად აღწერს რუსულ-ქართულ ისტორიულ გამოცდილებას, პარლამენტში წაიკითხავენ და „ურა-პატრიოტი“ დეპუტატები მოთხრობის ავტორს ერის წაბილწვაში დაადანაშაულებენ. პარალელურად, საპატრიარქო თავისთან იბარებს ბიჭს და ულტიმატუმს უყენებს: თუ ის საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს, მაშინ მას ანათემას გადასცემენ და სახალხოდ შეაჩვენებენ.

იხილეთ მეტი




ალქიმიკოსი

პაულო კოელიო

8.90 ₾

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული და წლებია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს. მოგზაურობა მას ბევრად უფრო შთამბეჭდავად დაანახვებს სამყაროს სიკეთეებს და მის ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. იგი შეიმეცნებს სიბრძნეს, თუ როგორ უნდა დაუგდოს ყური საკუთარ გულს, სწორად აღიქვას შესაძლებლობები და ნიშნები, რომლებიც ცხოვრების გზაზე სიურპრიზებად ხვდება, და, რაც მთავარია, არ თქვას უარი საკუთარ ოცნებებზე.

იხილეთ მეტი




წვრილმანების ღმერთი

არუნდატი როი

13.90 ₾

სიუჟეტი ვითარდება დიდი ინდოეთის პატარა სოფელში. თხრობის უნიკალური მანერა და საოცარი ამბები გულგრილს არ დატოვებს მკითხველს. „წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული „ბუკერის“ პრემია მიანიჭა. უამრავი მკითხველისთვის საყვარელი ნაწარმოები დღეს საქართველოშიც არაერთმა მკითხველმა წაიკითხა და, შედეგად, მალევე ბესტსელერების სიაში აღმოჩნდა.

იხილეთ მეტი




ტრამალის მგელი

ჰერმან ჰესე

10.90 ₾

ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. 1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს. ნაწარმოები დაწერიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მკითხველს რომანში შექმნილი სამყაროს თანამონაწილედ აგრძნობინებს თავს.

იხილეთ მეტი




მორჩილება

მიშელ უელბეკი

12.90 ₾

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, მიშელ უელბეკის ბოლო ნაწარმოები სანახევროდ წინასწარმეტყველური გამოდგა. „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს, მაღაზიების თაროებზე 2015 წლის 7 იანვარს გამოჩნდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. ნაწარმოებში აღწერილია საფრანგეთის ახლო მომავალი. საპარლამენტო არჩევნებში მუსლიმთა პარტია იმარჯვებს და ქვეყანაში ყველაფერი იცვლება. მთავარი პერსონაჟი სორბონის უნივერსიტეტის პროფესორია. მასში მომხდარი ცვლილებები თუ ფიქრები თითქოს მცირე მოდელია ფრანგული საზოგადოებისა. 

იხილეთ მეტი




ნორვეგიული ტყე

ჰარუკი მურაკამი

17.90 ₾

ტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ. მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს – ფსიქიკურად ტრავმირებული მშვენიერი ნაოკო და სიცოცხლით სავსე, ემოციური მიდორი. თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

იხილეთ მეტი




ჯინსების თაობა

დათო ტურაშვილი

7.90 ₾

დათო ტურაშვილის რომანებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია „ჯინსების თაობას“, რომელიც საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ისტორიას აღწერს. წიგნი მსოფლიოს 17 ენაზეა თარგმნილი. ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც თავს დატყვევებულად გრძნობენ საბჭოთა კავშირში ცხოვრებით, გადაწყვეტენ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხონ აშშ-ში გაქცევა. თვითმფრინავის აფრენამდე ისინი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით უბრძანებენ პილოტს, გეზი სტამბოლისკენ აიღოს. იმ დროს, მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს – ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ის ისეთივე მკაცრია, როგორც საბჭოთა კავშირის ხელდასმულ ლიდერს შეეფერება, ამიტომაც მისი სასამართლო ახალგაზრდებს ყველაზე მძიმე განაჩენს გამოუტანს.

იხილეთ მეტი




ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლი

14.90 ₾

არის წიგნები, რომლებიც ერთნაირად აყვარებს თავს სხვადასხვა ასაკის მკითხველს. სწორედ ასეთია ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, ჰარპერ ლის ნაწარმოები. ნაწარმოები ამერიკელი ბავშვების სასკოლო პროგრამაშიცაა შეტანილი. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან ერთ პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები მამა და მისი ორი შვილი. მამა, ატიკუსი იურისტია. წიგნის სიუჟეტი მძაფრდება, როდესაც ატიკუსს ერთი ახალგაზრდა კაცის დაცვა უწევს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მთელი ქალაქია ამხედრებული, თუმცა კი ბრალეულობა ჯერ არავის დაუმტკიცებია. მიუხედავად ყველაფრისა, ატიკუსი ტრადიციულად სამართლიანობის სადარაჯოზე რჩება.

იხილეთ მეტი




კუპიდონი კრემლის კედელთან

აკა მორჩილაძე

12.90 ₾

„კუპიდონი კრემლის კედელთან“ თანამედროვეობის უდიდესი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის უახლესი რომანია. მიუხედავად იმისა, რომ რომანის გამოცემიდან ერთი წელიც არ გასულა, ის უკვე ბესტსელერების სათავეშია, აკა მორჩილაძის რომანები კი მსოფლიოს 15- მდე ენაზეა თარგმნილი. 1930-იანი წლების მეორე ნახევარი, საბჭოთა რეპრესიები ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. მუსია ერისთავს ქმარს გასტაცებენ. ერთადერთი გამოსავალი, რაც მას დარჩენია, ისაა, რომ უტოპიურ იდეას შეეჭიდოს და პირდაპირ კრემლში წავიდეს, თავად იოსებ სტალინს მოჰკითხოს ქმრის ამბავი და შეეცადოს, დაიხსნას ის. მუსია მატარებლის ბილეთს ყიდულობს, ბელადთან დეპეშას აგზავნის და კრემლისაკენ მიემგზავრება.

იხილეთ მეტი




მზე, მთვარე და პურის ყანა

თემურ ბაბლუანი

14.90 ₾

ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა თემურ ბაბლუანმა, ქართული კინოს გარდა, ქართულ ლიტერატურაშიც თქვა თავისი სათქმელი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოცემიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, ის უკვე ბესტსელერად იქცა. ახალგაზრდა ჯუდეს სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის გააციმბირებენ. სამშობლოში მისი შეყვარებული მანუშაკა რჩება. გადის წლები, ისტორია იცვლება, ჯუდესთვის კი რეალობა თითქოს სტატიკურია, მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – რადაც უნდა დაუჯდეს, ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რადგან იცის, რომ მანუშაკა ჯერაც ელოდება. 

იხილეთ მეტი




LILOS ANGELES

გიორგი კეკელიძე

7.90 ₾

გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერალია. მის წიგნებს კითხულობენ ყველა ასაკის ადამიანები. LILOS ANGELES-ის სიუჟეტი გურიაში ვითარდება და ავტორი ცდილობს, გაერკვეს სკოლის მოსწავლეების გრძნობებში, მაშინ, როცა მათ სურვილებს საზოგადოებრივი დოგმები რეალიზაციის საშუალებას არ აძლევს. მარიამი მუსლიმი გოგოა აჭარიდან, რომელიც ქრისტიან თანაკლასელ გიორგის შეუყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის გონება მთლიანად ამ გოგოთია მოცული, ის მაინც ვერ ბედავს, სახალხოდ აღიაროს მარიამის სიყვარული. როდესაც გიორგი მიხვდება, რომ სიყვარულს რელიგია არ აქვს, მისი გრძნობები თავდაყირა დგება.

იხილეთ მეტი




ძმები კარამაზოვები

ფიოდორ დოსტოევსკი

27.90 ₾

ფიოდორ დოსტოევსკის გახმაურებულ რომანს „ძმები კარამაზოვები“ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ნაწარმოები, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1880 წ.) მიიპყრო მკითხველის ყურადღება და დღესაც ისეთივე პოპულარულია (თუ უფრო მეტად არა), როგორც 140 წლის წინ. „ძმები კარამაზოვების“ დაწერას ფიოდორ დოსტოევსკიმ სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი შეალია. რომანმა განსაზღვრა ლიტერატურის განვითარების მთელი შემდგომი გზა. ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.

იხილეთ მეტი




ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)

დათო ტურაშვილი

8.90 ₾

შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია.
ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – ტყეების მეფე~ (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.

იხილეთ მეტი




ზემოთ