რატომ უნდა ვითანამშრომლო?

შენი შემოსავალი გაყიდული წიგნების თანხის მინიმუმ 25%-ია. თუ უკვე გაქვს კაფე, მაღაზია ან სხვა სივრცე და არ გჭირდება განსაკუთრებული ადგილის შექმნა წიგნების გასაყიდად, გაავრცელე წიგნის სიყვარული და სანაცვლოდ მიღებული დამატებითი შემოსავლით დააფინანსე შენი შვილების განათლება. ცურვის, ცეკვის, ხატვისა თუ სხვა გაკვეთილები; ან დაასაქმე შენი შვილი, მეგობარი, ნაცნობი და გაუჩინე მასაც შემოსავლის წყარო. დაიწყე შენი ბიზნესის განვითარება წარმოუდგენლად მცირე ინვესტიციით - 75 ლარიდან. მოძებნე და შემოიკრიბე ყველა წიგნის მოყვარული და მნიშვნელოვნად გაზარდე შენი ობიექტის სტუმართა რაოდენობა.

საზღვრების გარეშე

ბაღებს, სკოლებსა თუ რეგიონულ ბიბლიოთეკებს მთელ საქართველოში სჭირდება თანამედროვე წიგნები. მიიღე მონაწილეობა შესყიდვის პროცესში, რომ შენი დახმარებით განახლდეს ბიბლიოთეკები. მოელაპარაკე შენს ახლოს მდებარე სკოლებს, ბაღებს და გამართე გამოფენა-გაყიდვები, რათა მეტ მშობელს, მოსწავლესა თუ მასწავლებელს გააცნო თანამედროვე წიგნები. შესაძლებლობები უსაზღვროა. დაგვიკავშირდი, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება.

ჩვენ მოგაწოდებთ წიგნებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში სპეციალური ფასდაკლებით.
ახლახან იყიდეს

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (1)

14.90₾
ზემოთ