თუ წიგნები გიყვარს, შემოუერთდი ჩვენს გუნდს
„სულაკაურის გამომცემლობა“ ცნობილია გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის წიგნებით. ჩვენს პროდუქტს არა მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეხვდები. ჩვენი წიგნების თარო ალბათ მარკეტში, კაფეში, სათამაშოების მაღაზიაში, აფთიაქში, გასართობ ცენტრში, აპლიკაციაში ან ვებგვერდებზე გინახავს. ასეთი ადგილების სია დაუსრულებელია, დღითიდღე იზრდება და არასდროს არის საკმარისი. წიგნი შეიძლება გაიყიდოს ყველგან. იდეები შეუზღუდავია.



ახალი შესაძლებლობა
თუ ხარ იურიდიული პირი, გაქვს თუნდაც მცირე ბიზნესი, შეგიძლია, დაამყარო გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა წარმატებულ კომპანიასთან.  „სულაკაურის გამომცემლობა“ გაძლევს შესაძლებლობას, გაავრცელო წიგნის სიყვარული: გახდე ლიტერატურის ელჩი და გაყიდო ჩვენი წიგნები.
გახდი „სულაკაურის გამომცემლობის“ პირდაპირი გაყიდვების ჯგუფის წევრი და მიიღე შენზე მორგებული პირობები. შენ არ გჭირდება სპეციალური განათლება გაყიდვების სფეროში. მთავარია, გიყვარდეს ჩვენი წიგნები.

  • განავითარე შენი ბიზნესი წარმოუდგენლად მცირე ინვესტიციით.
  • დაასაქმე ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
  • მიიღე წიგნები ფასდაკლებით და საჩუქრები თანამშრომლობის სხვადასხვა ეტაპზე.
  • თავად შეადგინე სამუშაო გრაფიკი.
  • გახდი წარმატებული კომპანიის ნაწილი, რომელიც გამოსცემს 300-მდე წიგნს წელიწადში.
  • ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა.

ჩვენ მოგაწოდებთ წიგნებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში სპეციალური ფასდაკლებით.
ახლახან იყიდეს

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (1)

14.90₾
ზემოთ